Tuesday, January 14, 2014

რა არის მათემატიკა?

 პროექტის გეგმა:
პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით:  მოსწავლეები აგროვებენ საინტერესო მასალებს მათემატიკის შესახებ.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს დაევალათ საინტერესო თემების მოძიება და გაცნობა მათემატიკის შესახებ  წიგნებიდან, ინტერნეტ საიტებიდან და ამ ინფორმაციით ინდივიდუალური კედლის გაზეთების შექმნა, მოძიებული მასალის გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის, პრეზენტაციის მოწყობა და საუკეთესო კედლის გაზეთების სკოლის დერეფანში სტენდზე განთავსება.
მონაწილეთა ასაკი: 13–15–წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:  2 კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსიების მოწყობა მოძიებულ მასალებზე, ბროშურების გამოშვება გაზეთებში განთავსებულ თემების შესახებ. საგაზეთო თემების განხილვა, რათა ერთი და იგივე თემა არ მოხვდეს  სხვადასხვა გაზეთში.
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შექმნას: მათემატიკური კედლის გაზეთების შექმნა, პრეზენტაცია, ბლოგზე განთავსება.
სარგებელი სხვებისათვის:  მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას, გაეცნობიან მათემატიკის გამოყენების მაგალითებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში, სხვა მოსწავლეებს მიეცემათ სტიმული  შექმნან და სკოლის  დერეფანში სტენდზე განათავსონ  საუკეთესო  კედლის გაზეთები.
სამუშაო ენა:  ქართული ენა.
საგნებთან კავშირი: მასალების მოძიებისა და გაცნობისას მოსწავლეს უხდება შეხება მეცნიერების მრავალ სფეროსთან, როგორიცაა: ფიზიკა,  ქიმია,  ბიოლოგია,  ხელოვნება და    ა. შ. რადგან მათემატიკა ინტეგრირებულია ყველა სფეროში და ის მხოლოდ განყენებული მეცნიერება არ არის.
პროექტის ფასილიტატორი:  ნანა დაბრუნდაშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:  nanadabrundashvili1@gmail.com