თვითშეფასება



პროექტის ანგარიში-რეფლექსია

„რა არის მათემატიკა“

პროექტის იდეა წარმოიშვა იქიდან რომ მოსწავლეებს უფრო აინტერესებთ ერთმანეთის მიერ მოთხრობილი ამბების მოსმენა, ერთანეთის მიერ დამუშავებული თემების მოსმენა და პრეზენტაციების ყურება. ამიტომ გადავწყვიტეთ მოსწავლეებს დაემუშავებინათ თემები საინტერესო საკითხებზე და შემდეგ კი ცოდნის ურთიერთგაზიარებით განემტკიცებინათ  ცოდნა
 პროექტის მიზანი იყო რომ, პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს განუვითარდებოდათ:
       კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი.
         ცოდნის კონსტრუირების უნარი
         ისტ-ის გამოყენების უნარი
         დისციპლინათშორისი ცოდნის გამთლიანების უნარი
         კოლაბორაციის-ურთიერთთანამშრომლობის უნარი
         ეფექტური  კომუნიკაციის უნარი 

ამ პროექტის ფარგლებში, VI კლასის და XI კლასის მოსწავლეთაგან შეიქმნა ჯგუფები, მოსწავლეებმა მოიძიეს და გაეცნენ  საინტერესო თემებს მათემატიკის შესახებ  წიგნებიდან, ინტერნეტ საიტებიდან და ამ ინფორმაციით შექმნეს  კედლის გაზეთები, ელექტრონული რესურსები, მოაწყეს პრეზენტაციები, მოძიებული მასალა გააცნეს ფართო საზოგადოებას. გაიმართა კონფერენცია , რომელზედაც მოეწყო პრეზენტაციები და საუკეთესო კედლის გაზეთები განთავსდა სკოლის დერეფანში, სტენდზე და ბლოგზე.  კონფერენციას დაესწრნენ სხვადასხვა  კლასის მოსწავლეები, მშობლები  და მასწავლებლები.
კარგი იქნებოდა შეგვექმნა ელექტრონული გაზეთებიც, თუმცა ეს სამომავლოდ დავგეგმეთ და შემდეგ პროექტებში აუცილებლად შევქმნით უფრო მეტ ელექტრონულ რესურსს და გვეგმავთ საინტერესო თემებით სხვა სკოლების მოსწავლეებიც მოვიპატიჟოთ და ერთობლივი კონფერენცია ჩავატაროთ.

მათემატიკის მასწავლებელი: ნადია დაბრუნდაშვილი



პროექტ " რა არის მათემატიკა" მასწავლებლის თვითშეფასების რეფლექსია:


No comments:

Post a Comment